top of page
უშუს VIII საერთაშორისო ტურნირი

3-6 ივლისს ქ.თბილისში, სპორტ დარბაზ "არენაში" ჩატარდა უშუს მე-8 საერთაშორისო ტურნირი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს, აზერბაიჯანის, ინდოეთის, ირანის, რუსეთის, ყაზახეთისა და თურქმენეთის უშუს ნაკრებმა გუნდებმა 160 რჩეული სპორტსმენის შემადგენლობით.

ტურნირის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაცია და თბილისის უშუს ფედერაცია. ღონისძიება სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსა და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის მხარდაჭერით ჩატარდა.

შეჯიბრების მაღალ დონეზე ჩასატარებლად ფედერაციამ მოიწვია ევროპის მთავარი მსაჯები ალექსანდრე რადუნცევი და ანასტასია პუც პრეობრაჟენსკაია. სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ ქართული სტუმარ-მასპინძლობით და იმედი გამოთქვეს, რომ საქართველო ღირსეულად უმასპინძლებს 2017 წლის ევროპის ჩემპიონატს.

ტურნირის ოფიციალური გახსნის ცერემონია გაიმართა 5 ივლისს 15 საათზე. სხვადასხვა მოწვეულ ოფიციალურ სტუმართა შორის საპატიო ადგილი ეჭირათ პარლამენტარ გოგი თოფაძეს, უშუს ფედერაციის საპატიო პრეზიდენტს გიორგი მუსხელიშვილს და თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს გეგა ზურაბაშვილს. აგრეთვე საპატიო სტუმრებში იმყოფებოდა უშუს ფედერაციის ძველი თაობა: ნოდარ მაისურაძე, გოჩა ჩიტაძე, ლევან ჯიბლაძე, ჯონი სანებლიძე, მერაბი გოგშელიძე და თემურ შერვაშიძე.

სტუმრები აღფრთოვანებული დარჩა სპორტსმენების მიერ წარმოდგენილი არაჩვეულებრივი საჩვენებელი გამოსვლით. საქართველოს უშუს ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი ვერულიძემ სიტყვით მიმართა აუდიტორიას და მოზარდებს საბრძოლო სულისკვეთება გაუღვივა.



 

 

bottom of page