top of page

უშუ-ს ისტორია

                                                                                                           კუნგ ფუ, ანუ გონგფუ (ჩინ. გონგფუ-მუშაობა, ძალისხმევა ან                                                                                                                        მძიმე შრომის შედეგად შეძენილი ოსტატობა). ჩინური საბრძოლო                                                                                                                ხელოვნება. XX საუკუნის 60-70-იან წლებში ეს ტერმინი                                                                                                                                დასავლეთის პრესამ გაავრცელა, როგორც ჩინური საბრძოლო                                                                                                                      ხელოვნების სახელწოდება. თვით ჩინეთში II მსოფლიო ომამდე                                                                                                                  იხმარებოდა “კიო შუ” (“გიოშუ”) – ეროვნული საბრძოლო                                                                                                                              ხელოვნება. ომის შემდეგ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში                                                                                                                          გააცოცხლეს ძველი სახელწოდება _ “უშუ”, სამხედრო                                                                                                                                    ხელოვნება (იხ. უშუ), რომელიც ფართო მნიშვნელობით                                                                                                                                იხმარება და ჩინური საბრძოლო ხელოვნების სპორტულ                                                                                                                                ვერსიასთან ასოცირდება. ამ ხელოვნების სპორტული                                                                                                                                    სახესხვაობა, რომელიც სხეულის სიჯანსაღეს ემსახურება და ესთეტიკურ მიზნებს ისახავს, ძალიან განსხვავდება ძველი, ტრადიციული საბრძოლო ტექნიკისგან.

 

ცნობილია საბრძოლო ხელოვნების დაახლოებით 2000 სტილი. კორეის, იაპონიისა და ინდოჩინეთის ქვეყნების თითქმის ყველა საბრძოლო ხელოვნება, როგორიცაა ჯიუ-ჯიცუ, კარატე, ტაე-კვონდო და სხვა, ჩინური უშუს საფუძველზე აღმოცენდა. მან გავლენა მოახდინა აგრეთვე მალაიზიის, ინდონეზიისა და ფილიპინების ცალკეულ საბრძოლო ხელოვნებათა ჩამოყალიბებაზე. კუნგ ფუს თითქმის ყველა ტრადიციული სტილი შეიცავს ბრძოლის ოთხ დონეს: ტი – ფეხის მოძრაობის ტექნიკა, და – დარტყმები, შუეი – სხვადასხვა გდება, ჭიდაობის ტექნიკა, ნა – ბლოკირებისა და შებოჭვის ტექნიკა. არსებობს კუნგ ფუს ორი ძირითადი მიმართულება: ბუდისტური (უკავშირდება შაოლინის მონასტრის ტრადიციას) და დაოისტური (დაკავშირებულია ვუ დანისა და ემეის ცენტრებთან). არის სხვაგვარი კლასიფიკაციაც, რომელიც განასხვავებს ნეიჯიას “შინაგან” სტილს ველიჯიას “გარეგანი” სტილისგან. ნეიჯია გულისხმობს ბიომექანიკის, სუნთქვის კონტროლისა და შინაგანი ენერგიის, ანუ “ცი”-ს ცირკულაციის პრინციპების სიღრმისეულ ცოდნას, რომლის საფუძველზეც კუნგ ფუს მიმდევარი მხოლოდ მრავალწლიანი ვარჯიშის შემდეგ, მოწიფულ ასაკში იძენს განსაკუთრებულ საბრძოლო უნარ-თვისებებს. გარეგანი სტილი გულისხმობს სხეულის ვარჯიშს, ძალის, სისწრაფისა და მოქნილობის განვითარება-დახვეწას, რისი მიღწევაც შედარებით ახალგაზრდულ ასაკშიც შეიძლება. 

 

ჩინური საბრძოლო ხელოვნების ისტორია იწყება ძვ.წ. 2600 წლიდან, როცა იმპერატორმა ჰუანგ დიმ სამხედრო წვრთნის ეფექტური მეთოდების შემუშავება ბრძანა. ძვ.წ. VI საუკუნეში ცნობილი იყო საბრძოლო ხელოვნების სამი ტექნიკა: შანგ პუ, შუეი გო, შოუ პუ. 525 წელს ჩინეთში იმპერატორ უ-დის მიწვევით ინდოეთიდან ჩავიდა სამხრეთ ინდოეთის ერთ-ერთი პატარა სამეფოს უფლისწული, ბუდისტი ბერი ბოდჰიდჰარმა (ჩინელები მას და მოს უწოდებენ). მაგრამ ჰუანგ დის არ მოეწონა მისი სწავლება (იგი მაჰაიანას სკოლას ეკუთვნოდა). მაშინ ბოდჰიდჰარმამ დატოვა საიმპერატორო კარი და ჰენანის პროვინციაში, შაოლინის მონასტერში დასახლდა (ააგეს V საუკუნის ბოლოს). მან სათავე დაუდო ბუდიზმის ჩინურ ვარიანტს _ ჩენ (იაპონ. ძენ) ბუდიზმს, რომელიც სულიერი სრულყოფის მისაღწევად მედიტაციის პრაქტიკას იყენებს. მონასტერში მცხოვრები ბერები ფიზიკურად იმდენად სუსტნი იყვნენ, რომ სულიერი სრულყოფის მკაცრ სისტემას ვერ მისდევდნენ. ამიტომ ბოდჰიდჰარმა განმარტოვდა და ცხრა წლის განმავლობაში ფიქრობდა ამ პრობლემაზე, შემდეგ კი დაწერა ორი ტრაქტატი: “იცზინ-ცზინი” (“წიგნი კუნთებისა და ძარღვების გარდაქმნის შესახებ”) და “სისუი-ცზინი” (“წიგნი ძვლის ტვინისა და თავის ტვინის განწმენდის შესახებ”). მანვე შეიმუშავა სპეციალური ვარჯიშების კომპლექსი. აღმოჩნდა, რომ ვარჯიში არა მარტო კეთილისმყოფელ გავლენას ახდენდა ბერების ჯანმრთელობაზე, არამედ ძალასაც მატებდა მათ. ვარჯიშების კომპლესის შერწყმა ხელჩართული ბრძოლის ილეთებთან წინგადადგმული ნაბიჯი იყო ჩინური საბრძოლო ხელოვნების განვითარების გზაზე. ინდივიდუალური ბრძოლის ტექნიკა გაცილებით უფრო ეფექტური გახდა. ბერებს სჭირდებოდათ ხელჩართული ბრძოლის ილეთების ცოდნა თავდაცვის მიზნით, რათა ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში ფეხით მიმოსვლისას წინააღმდეგობა გაეწიათ მომრავლებული ყაჩაღებისთვის, დაეცვათ შაოლინის მდიდარი მონასტერი მძარცველებისგან. VII საუკუნეში იმპერატორმა ლი შიმინმა მონასტერს ოფიციალურად მიანიჭა უფლება, ჰქონოდა საბრძოლო ხელოვნების სკოლა და ჰყოლოდა საკუთარი “არმია”. შაოლინის მონასტერი იქცა ცენტრად, სადაც საუკუნეების განმავლობაში იხვეწებოდა საბრძოლო ხელოვნება. XVII საუკუნეში მანჯურიელებმა, რომლებმაც ჩინეთი დაიპყრეს, საბრძოლო ხელოვნებათა სწავლება აკრძალეს (ეს აკრძალვა 1644-იდან 1911 წლამდე მოქმედებდა). საბრძოლო ტექნიკის შესახებ დაგროვილი ცოდნის გადასარჩენად ბერებმა იგი საერო პირებს გადასცეს, თვით მონასტერში კი მას საიდუმლოდ ინახავდნენ. II მსოფლიო ომის შემდეგ კომუნისტებმა შაოლინის მონასტერში საბრძოლო ხელოვნების სწავლება აკრძალეს. მოგვიანებით კუნგ ფუს სწავლება დაიწყო ათლეტიკის ეროვნულ ინსტიტუტში, მაგრამ იქ იგი, ფაქტობრივად, მხატვრული ტანვარჯიშისა თუ აკრობატიკის დონემდე იყო დაყვანილი _ კომუნისტ მმართველებს ეშინოდათ, რომ საბრძოლო ხელოვნებას მათ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ (ასეთი დამოკიდებულება XX საუკუნის 80-იან წლებამდე არ შეცვლილა). შემდეგ ჩინეთის ხელისუფლებამ გადაწყვიტა უშუ ოლიმპიურ სახეობად ექცია და დაიწყო ზრუნვა ტრადიციული საბრძოლო ხელოვნების აღორძინებაზე. შექმნეს “საბრძოლო ხელოვნების კვლევის ორგანიზაცია”. ჩინური საბრძოლო ხელოვნების ტრადიციები შედარებით უკეთ იყო შენარჩუნებული ტაივანზე. დასავლეთში XX საუკუნის 60-იანი წლებიდან განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა ცნობილი ოსტატისა და კონომსახიობის, ბრიუს ლის მიერ ვინჩუნის სტილის საფუძველზე შექმნილმა და მოდიფიცირებულმა კუნგ ფუმ.

                                                                     უშუ (武   术  ) არის ჩინეთში არსებული ყველა საბრძოლო ხელოვნების საერთო სახელი.

                                                                     შედგება ორი იეროგლიფისგან :  武-  wu (უ) – ”საომარი, საბრძოლო” და (术  ) shu (შუ) – “ხელოვნება, ტექნიკა”.  

                                                                     სხვადასხვა დროს ამ მნიშვნელობებისთვის გამოიყენებოდასხვადასხვა ტერმინები, ამიტომ აღნიშნულის წერაში რაიმე ღრმა                                                                                    ფილოსოფიური აზრის ძებნა იქნებოდა აბსოლუტურად არასწორი. უშუს იცნობენ  აგრეთვე სხვადასხვა სახელებითაც:

 

                                                                     კუნ-ფუ (კანტონურ დიალექტზე), გუნ-ფუ (ოფიციალურ ჩინურზე) – “საკუთარ თავთან მუშაობა/ვარჯიში”, ასევე ნიშნავს                                                                                       თავგადადებული ვარჯიშების შედეგს, ჰონკონგში იხმარება უშუ, ასევე გამოიყენება ვარიანტი კუნგ-ფუ.

                                                                     გო-შუ – “ქვეყნის ხელოვნება/ეროვნული ხელოვნება”; ტერმინი, რომელიც გამოიყენებოდა ჩინურ საბრძოლო ხელოვნებათა                                                                                      აღსანიშნავად ჩინეთის რესპუბლიკის დროს, ამჟამად გამოიყენება ტაივანში.

  

უ-ი – “საბრძოლო ხელოვნება”, იმპერატორული ჩინეთის დროინდელი ძველი ტერმინი.

     

ცუან-ფა (“მუშტის მეთოდი”) ან ცუან-შუ (“მუშტის ხელოვნება”) – უ-შუს ერთერთი განაყოფი, ხანდახან ეს სიტყვა გამოიყენება როგორც მთელი უ-შუს სინონიმი.

შინაარსით კუნგ-ფუ და უშუ ერთი და იგივეა. უშუ  (武   术  ) სიტყვასიტყვით ითარგმნება როგორც “საბრძოლო ხელოვნება”, ხოლო გუნ-ფუ (功  夫  ), ასევე არასწორად ტრანსკრიბირებული როგორც “კუნგ-ფუ” ან “კუნ-ფუ” ნიშნავს “ოსტატობას” და ჩინეთში შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც საბრძოლო ხელოვნებასთან მიმართებაში, ასევე ნიჭიერ მუსიკოსთან, მხატვართან, მზარეულთან და სხვასთან მიმართებაში. “კუნგ-ფუს” გამოთქმის ტრადიცია მოვიდა ძველი ჰონკონგური საბრძოლო ფილმების ამერიკული თარგმანებიდან, რომლებშიც წარმოთქვამენ “კუნგფუს” (კანტონურ დიალექტზე მიღებული წარმოთქმა, გავრცელებული ჩინეთის სამხრეთში).

  

არსებობს უშუ-ს ასობით სტილი. ისტორიულად არსებობდა მათი კლასიფიკაციის შემდეგი მცდელობები:

 

●    კლასიფიკაცია “ჩრდილოეთ - სამხრეთის” პრინციპით. დამკვიდრებულია აზრი, რომ ჩრდილოეთის სტილებისთვის

დამახასიათებელია ფართო მაღალი პოზიციები, ფეხით დარტყმების დიდი რაოდენობა, მრავალრიცხოვანი გადაადგილებები,

იმ დროს როცა სამხრეთის სტილები ხასიათდება დაბალი პოზიციებით, მცირე მოძრაობით, ეყრდნობა ძირითადად ხელებით

მოქმედებებს. თუმცა არსებობს მრავალი სტილი როგორც ჩრდილოეთში, ისე სამხრეთში, რომელიც აბსოლუტურად არ ჯდება

ამ სქემაში.

 

● კლასიფიკაცია წარმოშობის სამი ცენტრის (“შაოლინი, უდანი, ემეი”) მიხედვით. ლეგენდები ამბობენ, რომ არსებობს უშუ-ს

სტილების წარმოშობის სამი ცენტრი: ბუდისტური მონასტერი სუნშან შაოლინი ხებეის პროვინციაში, დაოსური ტაძრების

კომპლექსი უდანის მთებში  ხებეის პროვინციაში და ბუდისტური და დაოსური მონასტრები ემეის მთებში სიჩუანის

პროვინციაში. თუმცა ამ სქემაში არ ჯდება მრავალრიცხოვანი სტილი, რომლებიც არ წარმოშობილან არცერთში ამ სამ

ცენტრთაგან.

 

● კლასიფიკაცია სამი მდინარის (“ხუანხე, იანცზი, ჩჟუნცზიანი”) ხეობის მიხედვით. ეს კლასიფიკაცია შეიქმნა 1909 წელს შანხაიში დაფუძნებული ასოციაცია “ცზინუ”-ს მიერ, რომელმაც პირველმა მიმართა უშუს სისტემატური მეცნიერული შესწავლის მცდელობას. თუმცა მოცემულ სქემაში არ ჯდება სტილები გავრცელებული იმ რეგიონებში, სადაც არც ერთი ამ მდინარეთაგან არ მიედინება.

 

● სტილებად დაყოფა, რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ შორ დისტანციაზე ბრძოლას – “ჩანცუანი”  (长  拳  ), და სტილები რომლებიც უპირატესობას ანიჭებენ ახლო დისტანციაზე ბრძოლას – “დუანდა”  (短   打  ). ამ სქემაში არ ჯდება სტილები, რომლებიც აწარმოებენ ბრძოლას როგორც ახლო, ისე შორ დისტანციაზე.

bottom of page